„ქეთი ბოლქვაძე – შენ ხარ მატყუარა! იმიტომ რომ იცრუე, თითქოს ხელი შეგიშალეს გადაცემის წაყვანაში“, – ასე მიმართავს ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს, ქეთი ბოლქვაძეს.
ჟურნალისტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო, გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ქეთი ბოლქვაძე – შენ ხარ მატყუარა! იმიტომ რომ იცრუე, თითქოს ხელი შეგიშალეს გადაცემის წაყვანაში. ხმის გათიშვა დაგავიწყდა, სადაც ხაზგასმით ამბობ რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. შენ ხარ ჰომოფობი. იმიტომ რომ პ******ტი უწოდე ჩვენს კოლეგას.
შენ ხარ უნიჭო და ხარ მონა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
Keti Bolkvadze – შენ ხარ მატყუარა! იმიტომ რომ იცრუე, თითქოს ხელი შეგიშალეს გადაცემის წაყვანაში. ხმის გათიშვა დაგავიწყდა,…
Posted by Nanuka Zhorzholiani on სამშაბათი, 14 იანვარი, 2025
შეგახსენებთ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდაჭერის მიზნით გუშინ აქცია გაიმართა. ტელეკომპანიასთან მისულმა ჟურნალისტებმა და ადგილზე შეკრებილმა აქტივისტებმა პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. პროტესტის შემდეგ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე, „ნეტგაზეთის“ რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და „პუბლიკას“ რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი პირდაპირ ეთერში ჩართეს. პირდაპირ ეთერში ჩართვისას ჟურნალისტებმა გაშალეს ბანერი – „თავისუფლება მზიას“.
🟩"აჭარის ტელევიზია გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი" – ეთერ თურაძე
Posted by Netgazeti on სამშაბათი, 14 იანვარი, 2025
მოგვიანებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შემთხვევით გავიდა წამყვანის, ქეთევან ბოლქვაძის დიალოგი ერთ-ერთ თანამშრომელთან. საუბარში ისმის, რომ ბოლქვაძე ჰყვება, თუ როგორ ჩაიარა ეთერმა ჟურნალისტ ეთერ თურაძესთან, რომელსაც როგორც ჩანაწერიდან ირკვევა აჭარის საზმაუს ხელმძღვანელობამ ეთერი დაუთმო. თურაძემ პირდაპირ ეთერში მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ ისაუბრა.
პირდაპირ ეთერში ბოლქვაძემ თურაძე რამდენჯერმე დაადანაშაულა „შემოვარდნაში” და „ხელის შეშლაში“, ხოლო თანამშრომელთან საუბარში ბოლქვაძე ამბობს, რომ თურაძეს მისთვის ხელი არ შეუშლია, თუმცა მისი იქ ყოფნა იყო „დამძაბველი და დამთრგუნველი“. გარდა ამისა, ბოლქვაძემ რამდენჯერმე შეურაცხმყოფელი ჰომოფობიური ტერმინი გამოიყენა კოლეგის, გიგა გელხვიძის მისამართით.
👉 "ხელი არ შეუშლია, გადაცემის დამთავრება მაცადა" 📌 აჭარის ტელევიზიის წამყვანმა, ქეთი ბოლქვაძემ, პირდაპირ ეთერში ტყუილი თქვა. ის გადაცემაში "ბათუმელების" დამფუძნებლის, ეთერ თურაძის, სტუმრობისას ამბობდა, რომ თითქოს თურაძე სტუდიაში შეიჭრა და მას გადაცემის წაყვანაში ხელი შეუშალა. 📌ამ გადაცემის დაწყებამდე აჭარის ტელევიზიას მიკროფონი დარჩა ჩართული, სადაც ცხადად ისმის, ქეთი ბოლქვაძის ხმა, როგორ უყვება თანამოსაუბრეს, რომ ეთერ თურაძეს მისთვის გადაცემის წაყვანაში ხელი არ შეუშლია.
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 14 იანვარი, 2025
მოგვიანებით, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბოდიში მოიხადა ტელეწამყვან ქეთევან ბოლქვაძის ჰომოფობიური განცხადებების გამო. ტელეკომპანიის განმარტებით „წამყვანი იმყოფებოდა მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში“:
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ემიჯნება ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოხატვას. გამოშვება „მთავარის“ წამყვანი იმყოფებოდა მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ გამოშვების მიმდინარეობისას სტუდიაში უნებართვოდ იმყოფებოდა გარეშე პირი (ეთერ თურაძე რომელიც უნებართვოდ შემოვიდა მაუწყებლის შენობაში), რომელსაც ჩართული ჰქონდა ფეისბუქ ლაივი, რასაც მოჰყვა წამყვანის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელში, რაც გახდა მისი აღელვების მიზეზი. ჩვენ ბოდიშს ვიხდით აღნიშნულის გამო და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვემიჯნებით ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას“. – ნათქვამი იყო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.