LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქმარმა თავის კოლეგასთან, ძალიან ცნობილ კინორეჟისორ ქალთან მიღალატა. ღალატი არ ვაპატიე…“ – ანა მიქაძე-ჩიკვაიძის პირადი

666
77

„18 & 63. მე ლამაზი უკვე  ვიყავი, ახლა მშვენიერი ვარ. 10 ოქტომბერს დავიბადე, საბუთებში მიწერია 11, მილოცვებს კი  ვიღებ დღეიდან. აი, ასე“, – დაწერა სოციალურ ქსელში ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, რომელიც საზოგადოებამ ყველის ექსპერტად გაიცნო, მაგრამ მისი ცხოვრების გზა გაცილებით ფერადია, ვიდრე ერთი პროფესიული წოდება. ფილოლოგი, ოპერატორი, მხატვარი, ბიზნესმენი – ყოველი ეტაპი მის ცხოვრებაში ახალი თავია, ახალი გამოცდა და ახალი გამარჯვება.

დღესაც ისეთივე ცნობისმოყვარეა, როგორიც მაშინ, როცა სამეგრელოში ცხოვრობდა და მუდმივად სიახლეების ძიებაში იყო. სირთულეებს არასდროს გაქცევია, მათთან ერთად გაიზარდა, იბრძოლა და საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინა. ქალბატონი ანა თავის ცხოვრებაზე გვესაუბრა. ჟურნალი „სარკე“ ინტერვიუში ისეთ თემებსაც შეეხო, რომელთა შესახებაც საჯაროდ აქამდე არასოდეს მოუყოლია.

„ეს კითხვა არასოდეს დაუსვამთ ჩემთვის, პირადზე არსად მისაუბრია. პირველად თქვენთან მოვყვები… აი, ასე უცებ შემიყვარდა ჩემზე 15 წლით უფროსი ადამიანი, რომელთანაც 12 წელი ვიცხოვრე… მოხდა რაღაც და გავშორდით…. თავის კოლეგასთან, ძალიან ცნობილ კინორეჟისორ ქალთან მიღალატა. ღალატი არ ვაპატიე, მაგრამ მეგობრებად დავრჩით და  ურთიერთპატივისცემა გვქონდა. ღალატის პატიება არც საქმეში შეიძლება და არც პირად ურთიერთობაში. ბიზნესშიც მქონია ღალატი და მთელი ქარ-ცეცხლი გამომივლია…“

ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ინტერვიუ იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g