ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევს ჩოლოქის დასახლებაში დღეს მოხდა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც ის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაჭაობებულ ადგილას ჩავარდა, ავტომობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
