რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ რიგით 97-ე დაჯილდოება გაიმართა. ტრადიციულად, ცერემონიალის დასრულების შემდეგ, Vanity Fair-ის „აფთერ ფართი“ გაიმართა
„ოსკარი“ 2025-ის გამარჯვებულები დასახელდნენ – ნახეთ სრული სია
ვის რა ეცვა? – ფოტოები „ოსკარების“ წითელი ხალიჩიდან
თამამად შეიძლება ითქვას, რომ წითელი ხალიჩის მთავარი ვარსკვლავებად ჯეფ ბეზოსი და მისი საცოლე, ლორენ სანჩესი იქცნენ.
წითელ ხალიჩაზე ლორენს თეთრი კაბა ამშვენებდა, რომელიც საპატარძლო კაბას საოცრად ჰგავდა, ამიტომ, წყვილის გამოჩენას, რომელიც მართლა გეგმავს უახლოეს მომავალში დაქორწინებას, ქორწილის რეპეტიცია უწოდეს.
სხვათა შორის, The Today Show-ის ეთერში ლორენმა უკვე დაადასტურა, რომ საქორწინო კაბა შერჩეული აქვს და ის ამერიკელი დიზაინერის შექმნილია, თუმცა, თუ ვინ იქნება ეს დიზაინერი, ჯერჯერობით უცნობია.






