LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქსოვრელების“ მომღერალმა ცოლს ვარდების ბაღი გაუშენა – გიორგი შოშიტაშვილი: „რომ არა ეს სიყვარული, ამდენი ძალა არ მექნებოდა…“

2960
page

ქსოვრელების ხელმძღვანელი, გიორგი შოშიტაშვილი და მისი მეუღლე სალომე ვარდიაშვილი ახლახან მშობლები გახდნენ, მათ პირველი საერთო შვილი, გიო შეეძინათ. გიორგისა და სალომეს ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

გიორგი შოშიტაშვილი ჟურნალ „სარკეს“ ოჯახური ცხოვრებისა და სიყვარულის შესახებ ესაუბრება.

„სალომე ძალიან კარგად ერკვევა მუსიკაში. ის საუკეთესო მსმენელი და შემფასებელია. ყოველთვის მაინტერესებს მისი შეფასებები და ვცდილობ, სცენიდან, პირველ რიგში, მას მოვაწონო თავი. არა მხოლოდ მე, მთლიანად ჩვენი ჯგუფი ასეა. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ არა ეს სიყვარული, ამდენი ძალა არ მექნებოდა, არც ამდენი რამის შექმნას შევძლებდით, რაც სალომეს მხარდაჭერით შევქმენით და მივიტანეთ მსმენელამდე.

სალოს ხშირად ვუძღვნი სიმღერებს, მაგრამ ჩემს შემოქმედებაში არის ერთი ფავორიტი სიმღერა, რომელსაც სალოს სახელი ჰქვია, მისთვის ჩაიწერა და ორი წლის წინ დაბადების დღეზე ვუმღერე…

სალო ჩემი ყველაზე საიმედო დასაყრდენია. ყველა სიტუაციაში მეიმედება. ის ყოველთვის გვერდით მყავს და ვიცი, რომ ამ დროს მშვიდად უნდა ვიყო. ჩვენ ყველაფერი ვართ ერთმანეთისთვის და, პირველ რიგში, გულითადი მეგობრები“.

ჟურნალ „სარკეს“ გიორგის მეუღლეც ესაუბრება და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მას თავად ძალიან უყვარს ვარდი, მეუღლემ ვარდების ბაღი გაუშენა: „ძალიან მიყვარს ვარდი, ვერკვევი ჯიშებში და გიომაც იცის, რომელი ჯიში მომწონს, რომელი ფერი. შეუძლია, მთელი კვირა ეძებოს, ელოდოს და მაინც მიპოვოს ქალაქში ზუსტად ის ვარდი, რომელიც ვინატრე. უფრო მეტიც, ჩვენს ეზოში საკუთარი ვარდების ბაღი მომიწყო ჩვენი ფლორისტის დახმარებით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g