LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც 2022 წელს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იმოგზაუროთ

129
DSC-9918

გამოცემა The Independent-მა 2022 წელს სამოგზაუროდ ყველაზე საშიშ ადგილად ავღანეთი დაასახელა.

არანაკლები საფრთხის შემცველია იემენი და სირიაც, თუკი გამოცემის მიერ მოყვანილ საერთაშორისო კვლევას დავეყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ სიის შედგენისას სპეციალისტებმა სახელმწიფოების პოლიტიკური და სოციალური უსაფრთხოების დონე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სანდოობა, უსაფრთხოების სამსახურების ეფექტურობა და ასევე ქვეყნების ბუნებრივი კატაკლიზმებისთვის მზაობა გაითვალისწინეს.

მთლიანობაში ტურისტებისთვის საშიში 14 ქვეყანა დასახელდა – ავღანეთი, იემენი, სირია, ლიბია, მალი, სომალი, სამხრეთ სუდანი, უკრაინა, პაკისტანი, ერაყი, ეგვიპტე, ასევე მოზამბიკი, კონგო და ნიგერია.

მოგზაურებისთვის ყველაზე ნაკლები რისკების შემცველ ქვეყნებს შორის დაასახელეს – ისლანდია, დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვეიცარია, სლოვენია და ლუქსემბურგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები