რა არის ბიორეზონანსული კვლევა და როგორ ეხმარება ის კვების რაციონის შედგენაში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ფიტნეს ინსტრუქტორმა გიორგი ჭურღულაშვილმა ისაუბრა.
რა არის ბიორეზონანსული კვლევა?
სხეულის უჯრედის მიერ ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივების ფენომენს ბიორეზონანსი ეწოდება. ამ ელექტრომაგნიტურ ტალღებს ჯანსაღ სხეულში სწორი რხევები (ვიბრაციები) აქვს. დაავადების აღმოცენებისას უჯრედი ზიანდება და დაკისრებულ მოვალეობას ვეღარ ასრულებენ, შესაბამისად ირღვევა მათი ელექტრომაგნიტური გამოსხივებაც ( რხევა). ყველა ეს დარღვევა განისაზღვრება ბიორეზონანსული დიაგნოსტიკური მოწყობილობებით, რომლებიც აღრიცხავს ელექტრომაგნიტური ტალღების სიგრძეს და სიხშირეს, შემდეგ კი მიღებული ინფორმაციის გაანალიზება ხდება ნორმალურ მნიშვნელობებთან.
რა დგინდება აპარატის დახმარებით?
დიაგნოსტიკური აპარატის გამოყენებით დგინდება დაავადების ლოკალიზაცია. ეს მოწყობილობა იყენებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ვიბრაციული მედიცინა ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ორგანიზმის მიერ ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივებას ეფუძნება. ადამიანის სხეულის ყველა უჯრედი ერთმანეთს უცვლის სხვადასხვა სიხშირის ტალღებს (ვიბრაციებს).
შეგახსენებთ, რომ ადამიანის სხეული არის მულტიორგანიზმი, ანუ მრავალი ორგანიზმის გამაერთიანებელი რადგან ადამიანის სხეულში ბინადრობს ათობით ტრილიონი ბაქტერია. უჯრედს, ქსოვილებს , ორგანოებს აქვს თავისი უნიკალური სხვადასხვა სიხშირის რხევები, ყველა ერთად კი ქმნის ადამიანის საერთო რხევით სპექტრს.