LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საჩუქარი გაუკეთა დედას ალექსანდრე ზაზარაშვილმა: „14 წლის გავთხოვდი და მას შემდეგ დაბადების დღეს საერთოდ არ ვიხდიდი… ნათქვამი მქონდა, ალექსანდრეს გარეშე არც არასდროს აღვნიშნავ-მეთქი…“

1159
ალექსანდრე ზაზარაშვილი

ალექსანდრე ზაზარაშვილი ახლახან საქართველოში მოულოდნელად, სპეციალურად დედის დაბადების დღისთვის ჩამოვიდა და მას დიდი სიურპრიზი გაუკეთა.

ჟურნალ „თბილისელებთან“ გულიკო ეგნატაშვილი თავის დიდ სიხარულს აზიარებს:

„ახლაც მეტირება, რომ ვიხსენებ. 14 წლის გავთხოვდი და მას შემდეგ დაბადების დღეს საერთოდ არ ვიხდიდი. ნათქვამი მქონდა, ალექსანდრეს გარეშე არც არასდროს აღვნიშნავ-მეთქი. წელს ყველა გავაფრთხილე, სიტყვიერადაც არ მომილოცოთ, თორემ ძალიან მეწყინება-მეთქი. ძალიან აგრესიულად ვიყავი, ჩემი დაბადების დღე რომ მოდიოდა, თუმცა, თურმე, წინ რა მელოდა. ამდენი წლის შემდეგ, წელს მოხდა პირველად, რომ მე და ალექსანდრე ერთად ვართ ჩემს დაბადების დღეზე. ჩემმა მეგობრებმა და საყვარელმა ადამიანებმა საოცარი საჩუქარი გამიკეთა, რესტორანი დახურეს და ალექსანდრემ კონცერტი ჩამიტარა…“

mazda magti 5g