წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლოა ცხოვრებისეული ტრავმის მიზეზიც კი გახდეს. საინტერესოა, რა უნდა გააკეთოთ მაშინ როცა სასურველი ობიექტი გყავთ, სიყვარულიც არ გაკლიათ, თუმცა თქვენს გრძნობებს შესაბამისად არ პასუხობენ.
ფსიქოლოგთა ჯგუფს ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს.
1. სცადე შეიცვალო
ქალის უარის მიზეზი შესაძლოა რამდენიმე ფაქტორი გახდეს:
• კაცი ძალიან დაკავებულია, პაემნებისა თუ ტელეფონით საუბრებისთვის საკმარისი დრო არ აქვს.
• ტყუილი, რომლის მიზანიც თავის მოწონებაა.
• თავის როლს თამაშობს გარეგნობაც. კარგ ვარცხნილობას თუ სამოსს სასიამოვნო ეფექტის მოხდენა შეუძლია.
2. იპოვეთ საერთო ინტერესები
ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს, როდესაც მეორე ნახევარს მისი კარგად ესმის.
ამიტომ, საერთო ინტერესების პოვნა ქალის გულისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება.
ამასთან, ინტერესების ცოდნა სასიამოვნო სიურპრიზების მოფიქრებასა და საჩუქრების შერჩევაშიც დაგეხმარებათ.
3. არ მოაბეზროთ თავი
ქალს შესაძლოა განსხვავებული გეგმები ჰქონდეს, სამსახური, სწავლა ან სხვა რამე.
ამიტომ უარის მიღების შემდეგ უმჯობესია ცხოვრება ჩვეულ რიტმში განაგრძოთ და მას თავი უბრალოდ შიგადაშიგ შეახსენოთ. თუკი მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ შეიცვლება, ამასაც აუცილებლად გაიგებთ.
ასევე გახსოვდეთ, რომ როცა რაღაც მთელი გულით გსურთ, აუცილებლად მიიღებთ კიდეც, მთავარია სწორი ნაბიჯები გადადგათ.