LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რალის მსოფლიო ჩემპიონატი, პირველად 1988 წლის შემდეგ აშშ-ში დაბრუნდება

107
1098x1098 (2)

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებში სატესტო ღონისძიებები ჩატარდება, რაც რალის მსოფლიო ჩემპიონატის (WRC) გეოგრაფიის გაფართოების გეგმებს უკავშირდება. FIA-ს დელეგაცია ჩრდილოეთ ამერიკაში ივნისში ჩავა. თუ ტესტირება წარმატებული იქნება, ამერიკული ეტაპი 2027 წლის WRC-ის კალენდარში შევა – რაც თითქმის 40 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონატის აშშ-ში დაბრუნებას ნიშნავს. 

FIA-ს წარმომადგენლები სპორტულ ინფრასტრუქტურას შეისწავლიან კენტუკისა და ტენესის შტატებში, რომლებიც ამ ეტაპზე მთავარ კანდიდატებად განიხილება. აღნიშნული რეგიონები გამოირჩევა მცირედ დასახლებული ტერიტორიებითა და შესაბამისი გრუნტოვანი გზებით, რაც რალის ჩატარებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ რალის საზოგადოებასთან – მძღოლებთან, ორგანიზატორებთან, პრომოუტერებთან და გულშემატკივრებთან.

ამჟამად აშშ რალის გლობალურi ჩემპიონატის კალენდარში არ შედის, თუმცა ქვეყნის შიგნით ეს სპორტი საკმაოდ პოპულარულია და ჩრდილოეთ ამერიკაში რამდენიმე სარბოლო სერია ტარდება. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა American Rally Association (ARA). FIA-ს დელეგაცია დაესწრება ასოციაციის ერთ-ერთ ღონისძიებას, რათა შეაფასოს პოტენციური რეგიონული პარტნიორის შესაძლებლობები და აუდიტორიის ინტერესი.

FIA-ს პრეზიდენტმა მოჰამმედ ბენ სულაიემმა აღნიშნა, რომ აშშ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარს WRC-ის შემდგომი განვითარებისათვის. არსებობს მოსაზრებაც, რომ ფედერაციის ყურადღება ამ ქვეყნისკენ ფორმულა 1-ის მზარდმა პოპულარობამ მიიპყრო.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის რალის მსოფლიო ჩემპიონატი Toyota-ს გუნდმა მოიგო. ამ წარმატების აღსანიშნავად კომპანიამ გამოუშვა სამოქალაქო ჰოტ-ჰეჩის GR Yaris-ის სპეციალური ვერსია, რომლის დახვეწაშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ჩემპიონმა სებასტიან ოჟიემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები