რარიტეტულ კაბრიოლეტ Ferrari-ს 8 მილიონ დოლარად გაყიდიან. უნიკალური ავტომობილი Ferrari 250 GT Series I Cabriolet რომელზეც ატელიე Pininfarina მუშაობდა, არიზონას შტატში – Gooding & Company-ს აუქციონზე გაიყიდება. 59 წლის სპორტქარს მართლაც საინტერესო ისტორია აქვს, ის თავიდან საუდის არაბეთის პრინცს ეკუთვნოდა, ხოლო შემდეგ კი მან რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. ბოლოს კაბრიოლეტი ავტომოყვარულმა ჯონ კლინარდმა შეიძინა და მას პირვანდელი გარეგნობა დაუბრუნა.
აღსანიშნავია, რომ არიზონას აუქციონზე Ferrari-ს სხვა მოდელებიც გაიყიდება, მათ შორისაა – 500 Mondial, 250 Europa და 250 GT Series II Cabriolet.