LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის სიარული კარგი? სპეციალისტები გვირჩევენ

131
Capture

სიარული ყველა ასაკისა თუ ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა. სიარულს გარკვეული დაავადებების რისკის შემცირება და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაც კი შეუძლია.

სიარული უფასოა და მისი ყოველდღიურ რუტინად ქცევა არ გაგიჭირდებათ. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ კომფორტული ფეხსაცმელი შეიძინოთ.

მეტი სტიმულისთვის კი გაეცანით:

• კვირის განმავლობაში 75 წუთიან სიარულს თქვენი სიცოცხლის 2 წლით გახანგრძლივება შეუძლია..
• კვირაში 3-ჯერ 40 წუთიანი ფიზიკური აქტივობა მეხსიერებას აუმჯობესებს..
• დღეში 30 წუთიანი სეირნობა დეპრესიის ალბათობას 36%-ით ამცირებს..
• დღეში 60 წუთიანი აქტივობა შფოთვის გაჩენის ალბათობას ანახევრებს..
• სიარულის დროს კალორიები იწვება..
• სიარული გულს აძლიერებს..
• სიარული იმუნურ სისტემას აძლიერებს..
• ფიზიკური აქტივობა განწყობის გასაუმჯობესებლად ყველაზე სწორი გზაა..

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები