LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იმალება კიტ ურბანი? – ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ხმაურიანი განშორების შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

357
page

ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ხმაურიანი განშორების შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. წყაროს ცნობით, 57 წლის ქანთრი ვარსკვლავი, სიტუაციას თვალს შორიდან ადევნებს. მომღერალი ამ ეტაპზე გაურბის წითელ ხალიჩაზე გამოჩენასაც და თავს „დამცირებულად“ გრძნობს.

„ამჟამად მისთვის ყველაფერი ზედმეტად უხერხულია. კიტს უბრალოდ არ ჰყოფნის თავდაჯერებულობა, რომ მედიის წინაშე წარდგეს“, – აცხადებს წყარო.

მედიის ცნობით, კიტი მეუღლეს ახალგაზრდა მუსიკოსის გამო დაშორდა. საუბარია 25 წლის გიტარისტ, მეგი ბოსზე, რომელთანაც კიტი ბევრჯერ გადაიღეს.

სამაგიეროდ საზოგადოებას არ გაურბის ნიკოლი, რომელიც გასულ კვირას Vogue-ის ახალი სპეციალური ნომრის ვარსკვლავი გახდა.

შურისძიების ფოტოსესია – ქმართან განქორწინების შემდეგ, ნიკოლ კიდმანი Vogue-ის გარეკანზე ბრწყინავს

Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში, კიდმანი მოკლედ შეეხო მის ცხოვრებაში გადატანილ სირთულეებს:

„მრავალი რამ გადავიტანე და გადავრჩი“, – თქვა მან და ცხადია, ამ სიტყვებში ნიკოლი თავის ამჟამინდელ ემოციურ ტკივილსა და 19-წლიანი ქორწინების დასრულებას გულისხმობდა.

კიტ ურბანთან დაშორების შემდეგ, ნიკოლ კიდმანი მათი ქალიშვილების თანხლებით „შანელის“ შოუს დაესწრო

„ხშირად ეკითხებოდა მეუღლეს, ხომ შევინარჩუნე ახალგაზრდობა და მიმზიდველობაო… ის კი ადგა და 25 წლის გოგოსთან წავიდა“ – ნიკოლ კიდმანი განადგურებულია, მედიაში კი ახალი დეტალები ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები