LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იწყება გაზაფხულზე ქალბატონებში შეშუპება – სილამაზის აკადემია

737
შალვა-აბულაძე

რატომ იწყება გაზაფხულზე ქალბატონებში შეშუპება და რისი პროვოცირება ხდება სხეულში რა არის ფიბროზული ცელულიტი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა. 

რა არის ცელულიტის გამომწვევი მიზეზები?

ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა, რომელსაც უწვრილეს სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური ნაკადის დარღვევამდე მივყავართ. ეს არის შეგუბებითი მოვლენები ცხიმოვან ქსოვილში, რაც მის დისტროფიას (კვების მოშლას) იწვევს. კანქვეშა ანუ ჰიპოდერმის შემაერთებელი ქსოვილი ცხიმების სინთეზის ადგილია. ადიპოციტები – ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები ჭარბ გლუკოზას (სისხლის შაქარს) ცხიმად გარდაქმნიან და შავი დღისთვის ინახავენ, საჭირო დროს კი ცხიმს გლუკოზამდე შლიან და ენერგეტიკული საჭიროებისთვის უჯრედებს უგზავნიან, ნივთიერებათა ცვლას, სხეულის ენერგეტიკული ბალანსის დაცვას რომ მოხმარდეს. 

ნორმალური კანისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის ადიპოციტების დიდი რაოდენობა, რომლებიც ერთგვარ ცხიმოვან წილაკებში არიან დაჯგუფებულნი და გარს შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები (კოლაგენური და რეტიკულური ქსოვილები) არტყიათ. ცხიმოვანი წილაკები სისხლის მიმოქცევის სისტემას უკავშირდება, რომლის საშუალებითაც ლიპიდები და მათი დაშლის პროდუქტები სისხლში გადადის. ადიპოციტების ფუნქციობას ჰორმონების განსაზღვრული ჯგუფი ასტიმულირებს. დისფუნქცია, რომელიც ცელულიტის წარმოშობას უკავშირდება, გამოიხატება იმით, რომ ადიპოციტები მიღებულ ინფორმაციას ამახინჯებენ და საბოლოო ჯამში არასწორად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს. ამის შედეგად ცხიმები უჯრედებში კი არა, მათ შორის არსებულ სივრცეში გროვდება. ეს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას არღვევს, ლოკალური ქსოვილები არასაკმარისად იკვებება, კანი შუპდება. თავდაპირველად შეშუპება ძნელად შესამჩნევი და უმნიშვნელოა, თუმცა ეს უკვე ცელულიტის პირველი სიმპტომია.

რა ბრძოლის მეთოდებს იყენებს თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა?

ენდოსფერო, რა თქმა უნდა სრულყოფილი აპარატია და მისი გამოყენება დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი.ის აქტიურად გვეხმარება.

·  ჯიუტი ცხიმის დაგროვებების  წინააღმდეგ ბრძოლა, სხეულის მოცულობის შემცირება;      

·  დასუსტებული და გაწელილი კანის დაჭიმვა; 

·  ყველა სახის ცელულიტის, მათ შორის ფიბროზული ცელულიტის მკურნალობა;                    

·  ლიმფის შეგუბების, ვენური შეშუპების მკურნალობა და პროფილაქტიკა, ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნა და ლიმფური დრენაჟი;                                                                              

·  ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნთების სპაზმებისა და ტკივილის (მიალგია) მოხსნა, კუნთების ტონუსის ნორმალიზება;                                                                      

·  ენდოსფერული თერაპიის დროს, მექანიკურ და ვიბრაციულ მოქმედებასთან სინქრონულად, ტარდება ძველი ეპიდერმული უჯრედების მოცილება და კანის პილინგი.

რატო ხდება საჭირო ასეთი ღრმა სამუშაოს შესრულება და სჭირდება თუ არა ყველას მსგავსი ჩარევა?

რა თქმა უნდა არა. იმიტომაც ჩვენ ყველა პაციენტთან ვმუშაობთ ინდივიდუალურად. 

რა დრო ჭირდება და რა სიხშირით კეთდება პროცედურები?

ძირითადად ვცდილობთ პაციენტს შევურჩიოთ მისთვის სასურველი დრო. თითო პროცედურა თავისთავად გრძელდება არა ნაკლებ 2 საათისა. კეთდება კვირაში ერთი ან მაქსიმუმ 2 შეხვედრა.

რა რეკომენდაციებს მისცემთ პაციენტებს?

დღესდღეობით ძნელად თუ ვიპოვით ადამიანს ვინც ზუსტად არ იცის რა არის სწორი კვება თეორიულად, ვთხოვთ დაიცვან კვების რეჟიმი. ასევე სასურველია ალკოჰოლური სასმლის მიღებისგან თავის შეკავება, ძილის რეჟიმის შეძლებისდაგვარად მოწესრიგება, წყლის საჭირო რაოდენობით მიღება, სეზონური ხილის დაბალანსებულად მიღება, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ ადამიანს ასევე ვურჩევთ რამდენიმე წუთი ქვედა კიდურების ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოთავსებას 10 წთ. თუ გვინდა ჩვენი სხეული გვემსახუროს დიდხანს ცოტა დროც უნდა დავუთმოთ.რადგან შევუნარჩუნოთ როგორც სილამაზე ასევე ჯანმრთელობა და შეძლებისდაგვარად ვიყოთ ფორმაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები