მომღერალი ოთო ბაზერაშვილი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, თუ რატომ უყვარს ყველაზე მეტად პატრიოტული სიმღერების შესრულება:
„დედა ჩემზე ორი თვის ორსული იყო, როდესაც ჯარში დაიწყო მუშაობა და უკვე 13 წელია, იქ მუშაობს. ასევე ჯარში მუშაობენ ჩემი ბიცოლა და ბიძა. ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი სამშობლოს სამსახურშია და აქედან გამომდინარე, ჩვენს ოჯახში პატრიოტულ სულისკვეთებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დედას ძალიან ხშირად დავყავარ სამსახურში და ალბათ, ამ ყველაფერმა მოახდინა გავლენა. მათ შემხედვარეს სულ მინდა, პატრიოტულ სიმღერებს ვუსმინო და მეც ჩემი ქვეყნის სამსახურში ვიყო. ამიტომაც ვისწავლე „ხმალი ავლესოთ“ და სხვა ძალიან კარგი სიმღერები…“
