LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები ახალბედა მძღოლებისთვის

143
Capture

მართვის მოწმობის აღება თითქოს ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია. თუმცა, რამდენად სასიხარულოცაა ეს ფაქტი, იმდენად სანერვიულოა, როგორც თავად ახალბედა მძღოლისთვის, ასევე მისი მეგობრებისა თუ ახლობლებისთვის.

1. პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა
იმისათვის, რომ საჭესთან თავი კომფორტულად იგრძნოთ, მასთან რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროთ. თავიდან უმჯობესია, თუკი ამ პროცესს გამოცდილი მძღოლიც დაესწრება და სანამ ბოლომდე დაიხვეწებით მისი ზედამხედველობის ქვეშ ივლით.

2. სარკეები
მანამ სანამ ავტომობილს ადგილიდან დაძრავთ, სარკეები გაასწორეთ. დარწმუნდით, რომ უკან თუ გვერდებზე ყველაფერს კარგად ხედავთ. სარკეები ავტო საგზაო შემთხვევების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

3. გადასწრება
გადასწრება ავტომობილის მართვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული ასპექტია. როდესაც უსწრებთ, ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რა ხდება წინ და უკან. კარგად გაზომეთ ის ადგილიც, სადაც თქვენი სატრანსპორტო საშუალების ჩაყენებას გეგმავთ.

4. ივარჯიშე პარკინგზე
პარკინგი ეს არის ის, რაც ყოველი მგზავრობის შემდეგ უნდა გააკეთოთ. ამიტომ, სანამ ამ ჩვევას კარგად გამოიმუშავებთ, კარგი იქნება, თუკი ბევრს ივარჯიშებთ.

5. რა გავლენას ახდენს ამინდი და გზა ავტომობილის ტარებაზე
წვიმა, ქარი, ყინვა, თოვლი შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს, მაშინაც კი როცა მოძრაობა უკვე დაწყებული გაქვთ. ამინდს შეუძლია, რომ ხილვადობა გააუარესოს, ავტომობილის მოჭიდება შეამციროს, დამუხრუჭების დრო გაზარდოს. ამიტომ, მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ, უმჯობესია ასეთ დროს გაზარდოთ დისტანცია, შეამციროთ სიჩქარე.

6. იყავი პროგნოზირებადი
ცხოვრებაში ალბათ არ გსურთ, რომ პროგნოზირებადი იყოთ, თუმცა საჭესთან ეს აუცილებელია, რათა თქვენი და სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული. არსებობს დაწერილი თუ დაუწერელი კანონები მძღოლებისთვის, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.

7. გაიცანი შენი მანქანა
გზაზე თქვენი ავტომობილი თქვენი პარტნიორია – ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ როგორ მუშაობს ის. ისწავლეთ ავტომობილის მოვლის საწყისები, ის თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ ტრანსპორტი კარგ მდგომარეობაში, როდის უნდა შეცვალოთ ზეთი და ა.შ.

8. დაიცავი დისტანცია
ყოველთვის დატოვეთ საკმარისი ადგილი თქვენსა და თქვენს წინ მიმავალ ავტომობილს შორის. მაშინაც კი როცა თვლით, რომ ამის საჭიროება ნაკლებადაა.

9. ყურადღება
საჭესთან ჯდომის დროს ძალიან ადვილია ყურადღების გაფანტვა. მითუმეტეს მაშინ, როცა ამ საქმეს უფრო და უფრო გაუშინაურდებით. თუმცა, მთავარი წესი ყურადღების შენარჩუნებაა და კონცენტრაცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები