LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჟიმის სახელით გავრცელებული ირაკლი კობახიძის განცხადება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა: ნიკა მელია

123
ნიკა მელია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება და აცხადებს, რომ „რეჟიმის სახელით გავრცელებული ირაკლი კობახიძის განცხადება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა“.

პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მელიამ აღნიშნა, რომ რეჟიმმა დღეს ამერიკელ და ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებს უთხრა, რომ თუ ისინი ჩათვლიან, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება პოლიტიზებული და მიკერძოებულია, ისინი სახელმწიფოს მტრებად გამოცხადდებიან.

მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო 2020-21 წლებში 3 დამნაშავის – გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება: ირაკლი კობახიძე

თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი: ირაკლი კობახიძე

„რეჟიმის სახელით გავრცელებული ირაკლი კობახიძის განცხადება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაცია. ამ რეჟიმმა დღეს უთხრა ამერიკელ და ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ამიერიდან ყველა თქვენგანი ვინც ჩათვლით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს პოლიტიზირებული და მიკერძოებული, ვიტოვებ უფლებას, რომ სახელმწიფოს მტრებად გამოგაცხადოთო. პირდაპირ ეს ითქვა. ყველა ის ადამიანი, ვინც თვლით, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პატიმარი გვყავს, ვიტოვეთ უფლებას, რომ ჩავთვალოთ, თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებიო. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის თეთრზე შავით დაწერილი განცხადება, რომელიც გაავრცელა ირაკლი კობახიძემ რეჟიმის სახელით, სინამდვილეში რუსების დავალებით. ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება იმისგან, რაც რამდენიმე წლის წინ უკრაინაში მოხდა, რაც იანუკოვიჩმა იკადრა, მაგრამ ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დაასრულა, ამიტომ აქ არის ცივილიზაციური არჩევანი გასაკეთებელი. მეტი რა უნდა გვითხრას რეჟიმმა, ღიად გვითხრა, რომ ვწყვეტ კავშირს დასავლეთთანო“, – განაცხადა მელიამ.

magti 5g