Renault-ის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს კომპანიამ ევროპის მასშტაბით 23 086 ელექტროავტომობილის რეალიზება მოახდინა, რაც სხვა დანარჩენ ავტომწარმოებლებთან შედარებით 25,2%-ით მეტ შემოსავალს ნიშნავს. სწორედ შემოსავლების ზრდამ განაპირობა ის, რომ ფრანგული კომპანია ევროპის საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილების ლიდერ მომწოდებლად დასახელდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ 2015 წელს ავტომობილების რეალიზაცია ორჯერ მეტად გაიზარდა. 2015 წლის მონაცემებით Renault-მა ევროპაში 100 000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა. აქედან კი 0,61-ს ელექტრომობილები წარმოადგენენ. ყველაზე გაყიდვადი მოდელი Renault ZOE გახდა, რომლის საერთო გაყიდვებიც 18 543 ავტომობილს შეადგენს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მიმართ საფრანგეთის მთავრობამ რამდენიმე ხნის წინ გამოძიება დაიწყო და გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კომპანიას სერიოზული სანქციებიc ელის. საქმე მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურებას ეხება.