,,პარიზის მოდის კვირეულის” ფარგლებში, 38 წლის კიმ კარდაშიანისა და 42 წლის კანიე უესტის ზამთრის კოლექციის ჩვენება შედგა. დედ-მამის მხარდასაჭერად სცენაზე მათი 6 წლის ქალიშვილი ნორთი გამოვიდა. ეს დიდ სცენაზე, რეპის განხრით, გოგონას დებიუტი იყო. 6 წლის ნორთი ძალიან თავდაჯერებულად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე რეპავდა. ამაყი მამა ემოციებს ვერ მალავდა. გოგონა და დედა ერთნაირი თმის ვარცხნილობებით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე.
„მე რეპერობა მსურს“ – განაცხადა გოგონამ კონცერტის ბოლოს.




