რიანამ ,,ინსტაგრამზე” მორიგი ცეცხლოვანი ფოტოები გააზიარა. ფოტოებზე, ბარბადოსელი ლამაზმანი წონაში საგრძნობლად დაკლებული ჩანს.
საინტერესოა, რომ 30 წლის ვარსკვლავი, რომელმაც მუსიკალურ კარიერაზე დროებით უარი თქვა, ბოლომდე საკუთარი თეთრეულის ხაზის, Savage x Fenty რეკლამირებითაა დაკავებული. ახალი სურათებიც სწორედ მისი ბრენდის სადღესასწაულო კოლექციისთვის გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლეიბლის ,,შავი პარასკევისთვის”, ,,გრემის” მფლობელმა შემსრულებელმა, წელს ზევით შიშველმა იპოზიორა.