37 წლის ბარბადოსელი ლამაზმანი, რიანა, რომელიც ამჟამად მესამე შვილს ელოდება, ლოს-ანჯელესში გამართულ ანიმაციური ფილმის, „სმურფების“ პრემიერაზე შვილებთან ერთად გამოჩნდა.
მომღერალს წითელ ხალიჩაზე ორი ვაჟი, 3 წლის რიზა და 2 წლის რიოტი ახლდა. ცნობისთვის, ფილმში რიანა ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს ახმოვანებს.
შეგახსენებთ, იმის შესახებ, რომ რიანა მესამე შვილს ელოდება, მაისის დასაწყისში გახდა ცნობილი. ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა აღიარა, რომ ამჯერად გოგონა სურს. ბავშვის სქესის შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა A$AP Rocky-მ. რიანასა და მის საყვარელი მამაკაცს გოგონა ეყოლებათ.
A$AP Rocky-ის მომავალი ბავშვის სქესი წამოსცდა – ორსული რიანას უახლესი ფოტოები
რიანა ტყუპებზეა ორსულად? – მედიაში მის ვიდეოს განიხილავენ, რომელშიც არტისტი ტყუპებზე მიანიშნებს
ფოტო/ვიდეო: რიანამ მორიგი ფურორი მოახდინა – 37 წლის არტისტი კვლავ ორსულადაა







