ჟურნალ Time-ის საიტზე Best Invention of The Year-ის გამარჯვებულები გამოვლიდნენ. სულ ჩამონათვალში 25 პროექტია, ჟიურიმ ფინალისტები ასობით ინიციატივასა და ახალ ბრენდს შორის ამოარჩია.
გამარჯვებულებს შორის არის პერსონალური რობოტი Jibo, ვირტუალური რეალობის სათვალე უსინათლოებისთვის eSight 3, ასევე iPhone X, სპორტული ჰიჯაბი Nike Pro და რიანას კოსმეტიკური ბრენდი Fenty Beauty, რომელიც მომღერალმა სექტემბერში დააფუძნა.
Time-მა თავისი არჩევანი იმით ახსნა, რომ რიანამ სილამაზის საშუალებები კანის ყველა ფერისთვის წარმოადგინა. Fenty Beauty ტონალური კრემის 40 ფერს აერთიანებს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის ნაწილად ყველა ქალბატონს ეგრძნო თავი“- განაცხადა რიანამ Time-თან.
