LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიმა ბერაძე: „რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს – ვერავითარი მაიდანი ვერ შედგება“

236
რიმა ბერაძე

„რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რიმა ბერაძემ განაცხადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამჟამად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, ბერაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციონერებს უკვე მერამდენედ ეშლებათ არეულობის გეგმა.

მან ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ თავი აკონტროლონ:

„თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა,მე მოვითხოვ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი”- ნინო წილოსანი

„საზოგადოება ყოველდღე და უფრო ნათლად ხედავს როგორ ადვილად კარგავთ დაყენებულ სახეს და ავლენთ საკუთარ თავს. არეულობის საწყის მიზეზს გამჭვირვალობის კანონს დავუბრუნდეთ – ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს კანონი იყო მხოლოდ და მხოლოდ საბაბი დესტრუქციული ძალების ხელში რეალური მიზნის დასაფარავად.

მათი აზრით, ამ კანონის რუსულად შეფუთვა, ყველაზე მარტივი სამანიპულაციო საშუალება იქნებოდა მასების „გასაბრაზებლად“. ეს ნაწილობრივ მოახერხეთ, მაგრამ ცოტა ხნით. ნელ-ნელა საზოგადოება რწმუნდება სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში და რა პროცესების გავლენაა ეს ყველაფერი“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

როგორც ბერაძემ აღნიშნა, კანონპროექტის წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან წამოწყებული მთელი ეს პროცესი სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: „როგორმე დაიცვან მილიონობით დაფინანსება, რომელსაც ისინი იღებენ და გაურკვეველი შავბნელი მიზნებისთვის ხარჯავენ“.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი ერთადერთია – „ხელისუფლებაში დაბრუნება, რისთვისაც მზად არის ნებისმიერ რამეზე წავიდნენ, ნებისმიერი დავალება შეასრულონ“.

ლევან ხაბეიშვილი: „დიტო სამხარაძის, აი, ის ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში, ფაქტობრივად, ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავ-პირის ლეწვა“

„აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს ის ადამიანები მოუწოდებენ და აძლევენ დირექტივებს, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის მმართველები იყვნენ. ესენი არ იცვლებიან. ამ ყველაფერს ემატება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, რომელიც თავის დამკვიდრებას მისი ყველა გამოსვლისას მხოლოდ შუღლის, დაპირისპირებისა და საზოგადოების პოლარიზებით ცდილობს, ყოვლად ბოროტი ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკური უმცირესობა კი მოგვიწოდებს დავდგეთ არა საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, არამედ მის საპირისპიროდ.

ვიდეო: სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დეპუტატებს შორის – „გამჭვირვალობის“კანონპროექტის განხილვა ხმაური ფონზე მიმდინარეობს

რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება. ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია და გვინდა ევროპაში დაბრუნება.

ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აუცილებლად გამოვნახავთ გზას ამ მიზნების შესასრულებლად. საქართველო ღირსებით და ამაყად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ეს ყველაფერი კი იქნება ქართველი ხალხის ნება და გამოხატულება 2024-ში, რომელსაც გამარჯვებით 26 ოქტომბერს დავაგვირგვინებთ“. – განაცხადა რიმა ბერაძემ.

„დაჯექი, შე გაუნათლებელო ქალო“ – დეკანოიძე წილოსანს

magti 5g