რიონის ხეობაში სამოქალაქო აქტივისტებისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელებს შორის დაპირისპირებას, 2 ადამიანის დაკავება მოჰყვა. მიზეზი დღეს განახლებული “ნამახვანჰესის” მშენებლობის სამუშაოებია.
პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან ჩაკეტა და ადგილობრივებს ტერიტორიაზე არ უშვებს.
რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება: შსს
“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.