LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა ლენუკა ყიფშიძემ: „თუ ქალს სჭირდება, რატომაც არ უნდა გაიკეთოს?!..“

276
ლენუკა ყიფშიძე

ლენუკა ყიფშიძე ჟურნალ „სარკესთან“ (28 მაისის ნომერი) საუბრობს თავის მოვლის თემებზე და ამბობს, რომ გეგმავს, ადრინდელი მუცელი დაიბრუნოს და მშობიარობის დროს გაჩენილი სტრიები მოიშოროს. გარდა ამისა, ლენუკა აღნიშნავს, რომ უკვე აქვს გაკეთებული ერთი პლასტიკური ოპერაცია:

„თუ ქალს სჭირდება, რატომაც არ უნდა გაიკეთოს პლასტიკური ოპერაცია? მე გავიკეთე მკერდის პლასტიკური ოპერაცია. ჩემი შვილი, ნიკოლოზი, 9 თვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და დამჭირდა. ეს შინაგან ბუნებაზეა დამოკიდებული. თუ დაგჭირდა, რატომაც არა?! ჯერ საკუთარ თავთან უნდა იყო კმაყოფილი.

33 წლის ვიყავი, ბოტოქსი პირველად რომ გავიკეთე…

მშობიარობის შემდეგ მუცელზე სტრიები დამრჩა, რაც ნერვებს მიშლის. ძალიან მინდა, მოვიშორო. ამ ასაკში გადავწყვიტე, ადრინდელი ლამაზი მუცელი დავიბრუნო… “

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g