LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა დედა ყველაზე მნიშვნელოვანი ქალია – ბრედლი კუპერმა „ოსკარებზე“ ჯიჯი ჰადიდი არ წაიყვანა

486
page

ბრედლი კუპერმა ტრადიცია არც „ოსკარის“ რიგით 96-ე ცერემონიაზე დაარღვია და დაჯილდოებაზე დედასთან, გლორია კამპანოსთან ერთად მივიდა. 49 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე საყვარელ დედასთან ერთად ბედნიერი სახით პოზირებდა.

ცნობისთვის, საზოგადოება წითელ ხალიჩაზე ბრედლისა და ჯიჯი ჰადიდის ერთად გამოჩენას ელოდა. თუმცა, როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა ჯერჯერობით ამ ეტაპამდე არ მისულა.

„ჯიჯი ოსკარებს არ დაესწრო, ის 3 წლის ქალიშვილთან ერთად სახლიდან ადევნებდა თვალს ცერემონიალს“, – წერს მედია.

ცნობისთვის, ბრედლი კუპერი ოსკარზე ბიოგრაფიული ფილმისთვის „მაესტრო“ იყო ნომინირებული, თუმცა მან კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ვერ მოიპოვა.

„ბრედლი კუპერი ,,ოსკარებზე” მისვლას ჯიჯი ჰადიდისთან ერთად აპირებს“ – დასავლური მედია

ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი „ოქროს გლობუსის“ შემდეგ სავახშმოდ გაემართნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები