LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა შენი ქმრის ყოფილს დასცინი“ – ბიანკა ჩენსორის ეპატაჟური „ლუქი“

191
page

კანიე უესტის მეუღლე, ბიანკა ჩენსორი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ინტერნეტსივრცეში მის უკანასკნელ გამოჩენას განიხილავენ. საქმე ისაა, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტის საყვარელი ქალი წვეულებაზე უჩვეულო „ლუქით“ გამოჩნდა, მას ბიკინი ეცვა, მის „ლუქს“ კი უცნაური ქუდი ასრულებდა. ბიანკას ხელში ფუმფულა სათამაშო კატა ეჭირა.

ცნობისთვის, უესტის ყოფილმა ცოლმა, კიმ კარდაშიანმა რეალითი შოუს უკანასკნელ სეზონში განაცხადა, რომ მას კარლ ლაგერფელდის კატა, შუპეტი დაესხა თავს. სწორედ ამიტომ, მედიაში წერენ, რომ ბიანკა თავისი ეპატაჟური გამოჩენით სწორედ კიმ კარდაშიანს დასცინის.

„როცა შენი ქმრის ყოფილს დასცინი“, „როცა შენი ქმრის ყოფილ მეუღლეს ჰბაძავ“, „კანიემ უბრძანა სათამაშო კატა დაიჭირე ხელშიო“, – არ წყდება კომენტარები.

ვიდეო: ბიანკა ჩენსორის მორიგი ეპატაჟური გამოჩენა – წყვილის ფოტოები დუბაიდან

კანიე უესტმა და ბიანკა ჩენსორიმ დროებით დაშორება გადაწყვიტეს – რას ყვება ინსაიდერი

„რა იქნება შემდეგი?“ – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის ჭეშმარიტად „ქართული ლუქი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები