36 წლის მსახიობმა, სერიალის „ემილი პარიზში“ ვარსკვლავმა ლილი კოლინზმა საშობაოდ სურვილი აიხდინა, რომელზეც წლების განმავლობაში ოცნებობდა: სამშაბათს, The Tonight Show Starring Jimmy Fallon-ის ეპიზოდში, წამყვანმა მოულოდნელად სცენაზე 51 წლის Spice Girls-ის ვარსკვლავი, ვიქტორია ბექჰემი გამოიყვანა. ამ დროს კოლინზი გადაცემის მთავარი სტუმარი იყო და ვიქტორიაზე საუბრობდა, რომელიც წლებია მისი კერპია. ვიქტორიას დანახვისას კოლინზმა ცრემლები ვერ შეიკავა და აღიარა, რომ ვიქტორიას მსგავსს ვარცხნილობას წლებია ატარებდა.
„რას სჭირს ლილი კოლინზს?!“ – 36 წლის მსახიობის გამოჩენამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია

ფელონმა ლილის ჰკითხა, ისევ „პოშის ეპოქაზე“ ოცნებობს თუ არა. მსახიობმა უპასუხა: „იმედი მაქვს, ჩემს პოშის ეპოქას არასდროს დავტოვებ“. შემდეგ წამყვანმა კოლინზისა და ბექჰემის ფოტო აჩვენა, სადაც ისინი იდენტურად პოზირებდნენ. ლილიმ ხუმრობით თქვა, რომ პოში „ყოველთვის ყველაფერს უკეთესს ხდის“. ლილიმ აღიარა, რომ საკუთარ კუმირს არასდროს შეხვედრია. ქალებმა შეხვედრისას გაიმეორეს ცნობილი პოზა Spice Girls-ის კლიპიდან, რომელიც ვიქტორიას სავიზიტო ბარათად იქცა.
ვიდეო: სიურპრიზი დევიდს – ბექჰემების ოჯახში სადღესასწაულო განწყობა დატრიალდა
