27 ივლისს, ჯენიფერ ლოპესის ყოფილ საქმროს, ალექს როდრიგესს 49 წელი შეუერთდა. ეს დღე სპორტსმენმა საყვარელი ქალის, ქალიშვილებისა და მეგობრების გარემოცვაში, იახტაზე აღნიშნა. წველების ფოტოებისა და ვიდეოების სერია კი „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„უკვე ოფიციალურად 49 წლის ვარ, თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე, მადლიერი ვარ იმის, რომ ჯანმრთელად გრძნობ თავს ჩემი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. დრო გადის ძალიან ჩქარა, არ დაგავიწყდეთ გაჩერება და მომენტით ტკბობა“, – წერს სპორტსმენი.
„როცა ვინც მიგატოვა, ისიც მიატოვეს“, „ალექსი დიდ ბედნიერებას იმსახურებს“ – არ წყდება კომენტარები
შეგახსენებთ, როდესაც ჯეი ლომ და ბენმა 20 წლის შემდეგ რომანი განაახლეს, ჯენიფერი ალექს როდრიგესზე იყო დანიშნული. ჯეი ლომ იგი სწორედ ბენის გამო მიატოვა.
„ბენიფერის კრახით გაიფურჩქნა“ – ალექს როდრიგესის უახლესი ფოტოები
„კარმის სადღეგრძელო“ – ალექს როდრიგესი ფოტოების სერიას ავრცელებს