LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის უნდა გაიკეთოს “ბუსტერი” ადამიანმა, რომელმაც ორჯერადად აცრის შემდეგ კოვიდინფექციაც გადაიტანა – კულუმბეგოვის რეკომენდაცია

452
ბიძინა კულუმბეგოვი

როდის შეუძლია მესამე, ბუსტერ-დოზის გაკეთება ადამიანს, რომელმაც ორჯერადად აცრის შემდეგ კოვიდ-19-იც გადაიტანა? – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განმარტა:

“ყველაზე საუკეთესო, თუნდაც მანეიტრალიზირებელი ძალის ანტისხეულები აქვთ იმ ადამიანებს სისხლში, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია და ვაქცინა გაკეთებული, ამათ ეძახიან ე.წ. სუპერ იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, ანუ ჰიბრიდული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. ამ შემთხვევაში, როდესაც “ომიკრონის” გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ვადები უნდა იყოს შემდეგნაირად დაცული – თუ მე მაქვს ვაქცინა გაკეთებული “სინოფარმი”/”სინოვაკი” – 3 თვის შემდეგ შემიძლია ბუსტერი, “ფაიზერზე” და “ასტრაზენეკაზე” 5 თვის შემდეგ, მაგრამ ამასობაში მე თუ დამემართა ინფექცია, ინფექციის გადატანიდანაც გასული უნდა იყოს 30 დღე და მეტი.

ორივე ვადა როდესაც იქნება თანხვედრაში, ანუ გასული პერიოდი და გადატანიდან 30 დღე, შემიძლია მეორე დღესვე წავიდე და გავიკეთო ბუსტერული დოზა”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ის მომხრეა, რომ მეორე აცრიდან “ბუსტერ-დოზამდე” მიღების ინტერვალი შემცირდეს, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულებისთვის:

“თუ ადამიანი იმატებს მესამე, ბუსტერულ დოზას, რომელიც, ვთქვათ, მე მომხრე ვარ, რომ შემცირდეს და 5 თვე არ ელოდონ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულები, ალბათ, სასურველია, როგორც “სინოფარმზე” და სინოვაკზე”, “ფაიზერის” და “ასტრაზენეკას” შემთხვევაშიც, ასაკობრივ ჯგუფს მაინც მივცეთ 3 თვეში ბუსტერის დამატების საკითხი, ამ შემთხვევაში, 75 %-მდე ადის ინფიცირებისგან თავის დაცვის შესაძლებლობა”, – თქვა კულუმბეგოვმა.

„მე-6 ტალღის საშიშროება დგას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სადაც „ომიკრონი“ შევა” – ივანე ჩხაიძე განმარტავს, როდის ჩაანაცვლებს საქართველოში “ომიკრონი” “დელტა” შტამს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები