LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავირიდოთ ფოტოდაბერება – სილამაზის აკადემია

654
თათია-გიგილოშვილი

როგორ ავირიდოთ ფოტოდაბერება – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ექიმმა კოსმეტოლოგმა თათია გიგილოშვილმა ისაუბრა. 

რა არის ფოტოდაბერება? 

ზაფხულში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუჯის მისაღებად ვემზადებით კანი უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული, რომ ნაკლებად გამოშრეს და განვითარდეს დეჰიდრატაცია. კანს ვამზადებთ სხვადასხვა პროცედურებით, როგორიცაა აპარატურული პროცედურები, ასევე ინექციური პროცედურები: ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია და პლაზმოთერაპია, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ფოტოდაბერების შემთხვევაში. 

ფოტოდაბერება ეს არის მზის აგრესიული ზემოქმედება ჩვენს კანზე. კოსმეტიკური საშუალებების შეფუთვებზე წარწერა SPF იშიფრება – როგორც მზისგან დამცავი ფაქტორი. რიცხვები, რომლებიც მას მოსდევს, აღნიშნავს რამდენად კარგად ვართ დაცული ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, შესაბამისად, რაც უფრო მაღალია რიცხვი, მეტია დაცვაც. SPF საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ულტრაიისფერი სხივების გარკვეული რაოდენობა ისე, რომ არ დავაზიანოთ კანი. 

ზაფხულში კანზე ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია აქტიურდება… 

როდესაც მატულობს ტემპერატურა კანის სტრუქტურა, მეტად იცვლება, (განსაკუთრებით ცხიმიანი კანი) აქტიურდება ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია, ფორები მეტად ფართოვდება. ზაფხულში ყოველდღიური საცხები უფრო მეტად მსუბუქი და თხელი სტრუქტურის უნდა ავარჩიოთ. მაგ: შრატები, ბუსტერები, თუმცა ეს ყოველივე საკმარისი არ იქნება მშრალი ტიპის კანისათვის. კანში გროვდება მეტი თავისუფალი რადიკალები, ასევე, უნდა ვუფრთხილდეთ მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეულ დაბერებას. ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად, უნდა გამოვიყენოთ ყოველდღიურად მაღალი დამცავი ფილტრები SPF 50. 

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურები ზაფხულში? 

ყველაზე მოთხოვნადი ინექციები ამ სეზონზე რასაც პაციენტები ითხოვენ არის : ტუჩის ფილერი ბოტოქსი ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია გვეხმარება დავატენიანოთ და გავაჯანსაღოთ კანი ჰიალურონის მჟავის მიკროინექციების საშუალებით, ხშირად ბიორევიტალიზანტები შეიცავენ ამინომჟავებს, ვიტამინებს და ძალიან კარგად მუშაობს როგორც პიგმენტურ ლაქებზე, ასევე წვრილ, მიმიკურ ნაოჭებზეც. რას შეეხება ბოტოქსს ზაფხულში ერთ-ერთი მოთხოვნადი პროცედურაა. როგორც ვიცით მზეზე ყოფნისას უფრო მეტად აქტიურდება ჩვენი მიმიკა, მეტად შრება ულტრაიისფერი სხივებისგან კანი და ნაოჭების ღარები ღრმავდება. მითია როდესაც საუბრობენ ზაფხულში ინექციების ან თუნდაც სახის წმენდის პროცედურის აკრძალვა გვქონდეს.