ეს ზაფხული შემაწუხებელი სიცხით თითქოს ჯერჯერობით არ გამოირჩევა, თუმცა ყველაფერი წინაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდის მშვიდად და უსაფრთხოდ გადატანა.
1. წყალი
წყალი ყველა სეზონზე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამასთან დაკავშირებით ალბათ ორი აზრი არ არსებობს. ზაფხულში კი წყლის მიღება ორმაგად და სამმაგად უფრო საჭიროა, რათა ორგანიზმს დეჰიდრატაცია არ დაეწყოს.
2. კომფორტი სახლში
მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად სახლში უნდა გრილოდეს, ამიტომ გარდა ტექნიკური საშუალებებისა, გამოიყენეთ ფარდებიც, რაც მზის სხივების კიდევ უფრო მეტად დაგიცავთ. ამასთან, თუკი მცენარეებსაც მოამრავლებთ, ოთახში ტენიანობის შენარჩუნებასაც შეძლებთ.
3. საკვები
რა უნდა იყოს ზაფხულში ბოსტნეულის ცივ სალათაზე უფრო გემრიელი. ვიტამინებით სავსე პროდუქტი ცხელ ამინდში ყველაზე სასიამოვნო და თან სასარგებლო ალტერნატივაა.
4. სუფთა ჰაერი
ზაფხულში მთელ დღეს სახლში ნამდვილად ვერ გაატარებთ, ამიტომ კარგი იქნება თუკი გრილ სკვერს იპოვით და საღამოობით მაინც გაისეირნებთ.
5. სამოსი
იმისათვის რომ სხეული არ გადახურდეს, კარგი იქნება თუკი სწორ სამოსს შეარჩევთ. ზაფხულის სიცხეში უმჯობესია ღია ფერის, მსუბუქი ტანსაცმელი ატაროთ და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებაც არ დაგავიწყდეთ.