LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევავიწროოთ ექს-მეუღლე – კანიე უესტმა კიმ კარდაშიანის მეზობლად სახლი იყიდა

624
page

მიუხედავად იმისა, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი პიტ დევიდსონს ხვდება, კანიე უესტი კი მოდელთან, ვინეტრიეისთან არაერთხელ გადაიღეს, ჰიპ-ჰოპ არტისტი ფარ-ხმალს მაინც არ ყრის.

რამდენიმე კვირის წინ, უესტის წირვაზე წარმოთქმული სიტყვები გავრცელდა, სადაც ის კიმის წინაშე ჩადენილ არაერთ დანაშაულს აღიარებს და ღმერთს ყოფილი ცოლის დაბრუნებას სთხოვს.

„ღმერთი კიმს დამიბრუნებს“ – კანიე უესტის პირველი კომენტარი კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის რომანზე

ფოტო: ცეცხლოვანი პატარძალი – გაიცანით კანიე უესტის ახალი გოგო

ამჯერად, უესტმა მორიგი ეპატაჟური ნაბიჯი გადადგა, ვარსკვლავმა Hidden Hills-ში, კიმ კარდაშიანის ქუჩის მოპირდაპირედ სახლი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 4.5 მილიონ დოლარს შეადგენს. საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი, ზოგი ფიქრობს, რომ უესტს შვილების მახლობლად უნდა ცხოვრება, ზოგიერთი კი თვლის, რომ ის კიმის დაბრუნებას ცდილობს.

პიტ დევიდსონთან რომანის დადასტურების შემდეგ, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთად პირველად გამოჩნდნენ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები