LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიტ დევიდსონთან რომანის დადასტურების შემდეგ, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთად პირველად გამოჩნდნენ

193
page

მაიამიში „ლუი ვიტონის“ კოლექციის ჩვენება გაიმართა. აღნიშნული კოლექცია ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დიზაინერის, ვირჯილა აბლოს მიერ იყო შექმნილი. განსაკუთრებულ ღონისძიებას მისი ახლო გარემოცვა დაესწრო, მათ შორის იყვნენ კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი, მათ ქალიშვილიც ახლდათ თან.

აღსანიშნავია, რომ პიდ დევიდსონთან რომანის დადასტურების შემდეგ კიმი და კანიე ერთად პირველად გამოჩნდნენ. კანიეს ექს-მეუღლისთვის ხელი ჰქონდა გადახვეული. ცნობისთვის, გასულ კვირას ჰიპ-ჰოპ არტისტმა ღიად განაცხადა, რომ მას მეუღლის დაბრუნება სურს და კიმთან ქორწინების პერიოდში უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული.

„ღმერთი კიმს დამიბრუნებს“ – კანიე უესტის პირველი კომენტარი კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის რომანზე

ფოტო: „სასიყვარულო ნაკბენი“ კისერზე და უხერხული სიტუაცია მანქანაში – 41 კიმ კარდაშიანი ახალ შეყვარებულთან თინეიჯერივით იქცევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები