ცოტა ხნის წინ, კიმ კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის რომანი დადასტურდა. საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდა რეალითი შოუს ვარსკვლავის ყოფილი მეუღლის, კანიე უესტის კომენტარს და აი ისიც, ჰიპ-ჰოპ არტისტმა ექს-ცოლისა და 27 წლის დევიდსონის რომანს ჩვეული ქარაგმებით უპასუხა. ეს ყველაფერი საკვირაო მესაზე მოხდა, როდესაც „გრემის“ ლაურეატმა უესტმა მიუსაფარ ადამიანებს საკვები დაურიგა.
მონოლოგს უცვლელად გთავაზობთ:
„ღმერთი კიმს კვლავ დამიბრუნებს, მას სურს, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ, ეს გზა კი რომელსაც ახლა გავდივართ ჩემი ქცევების საზღაურია. მე სახალხოდ ვაკეთებდი იმას, რაც კეთილსინდისიერმა მეუღლემ არ უნდა იკადროს, მე აქ იმისთვის ვარ, რათა შევიცვალო“, – განაცხადა უესტმა.
ცნობისთვის კანიე და კიმი წლის დასაწყისში განქორწინდნენ. მას 4 შვილი ჰყავთ.