LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა დიდხანს – 5 რჩევა ექიმებისგან

96
Capture65467

ამერიკელმა ექიმებმა დაასახელეს რამდენიმე გზა, რომელიც კანს ახალგაზრდობას დიდ ხანს უნარჩუნებს და ადამიანიც ასაკის მიუხედავად არაჩვეულებრივად გამოიყურება. საუბარი არა პლასტიკურ ქირურგიაზე, არამედ ცხოვრების სტილში შეტანილ მარტივ ცვლილებებზეა.

1. დაიცავი კანი ულტრა იისფერი სხივებისგან
თუ გსურთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად კანს ახალგაზრდობა შეუნარჩუნოთ, უმჯობესია მზეს მაქსიმალურად მოერიდოთ. ულტრაიისფერი სხივები ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც ძალიან საშიშია, იწვევს კანის კიბოს, იმუნურ სისტემას აქვეითებს და მხედველობის გაუარესების მიზეზიც ხდება. ასე რომ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა რუჯი ამ ყველაფრად.

2. კვება
თუკი თქვენი რაციონის დიდი ნაწილი შაქარს, არაჯანსაღ საკვებს და ბევრ ალკოჰოლს მოიცავს, არ გაგიკვირდეთ თუკი იმაზე მეტად ასაკოვნად გამოიყურებით ვიდრე სინამდვილეში ხართ. მეორე მხრივ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები, ხილი, ბოსტნეული, თხილეული ახალგაზრდობის დიდ ხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

3. შეწყვიტე მოწევა დაუყოვნებლივ!
გაუკეთე შენს თავს საჩუქარი, უბრალოდ დაგუგლე „მწეველის სახე მანამდე და შემდეგ“. კონტრასტი შოკში ჩაგაგდებს. თამბაქო არის ყველაზე ცუდი ჩვევა, რომლითაც ჯანმრთელობას იმდენად აზიანებ, რომ ალბათ წარმოდგენაც არ გაქვს.

4. უმჯობესია ივარჯიშო
შესაძლოა ადვილი არ იყოს საკუთარი თავის მოტივაცია იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით და ივარჯიშო რეგულარულად, თუმცა ბევრი მცდელობის შემდეგ ჩვევა ყალიბდება. აქტიური ცხოვრების წესი იმდენად ბევრ დადებით რამესთან ასოცირდება, რომ ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდება – წონის კონტროლი, დაავადებების ნაკლები რისკი, მენტალური ჯანმრთელობა..

5. სტრესი ნამდვილად დაგაბერებთ…
თითქოს სათქმელად ადვილია „სტრესს მოერიდე…“ – ადამიანს რომ ეტყვი, თუმცა სინამდვილეში სტრესის მენეჯმენტი შესაძლებელია. სტრესი თქვენს ჯანმრთელობას ანადგურებს და ბუნებრივია, ადამიანი ბევრად უფრო ასაკოვანად გამოიყურება. მართალია, ჩვენს რეალობაში სტრესის გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა ისეთი რამეები როგორიცაა – მედიტაცია, ვარჯიში, თერაპია და საკუთარ თავზე ზრუნვა, შვებას ნამდვილად მოგიტანთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები