LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გაიგოთ, გღალატობთ თუ არა პარტნიორი – კერძო დეტექტივის რჩევა

176
shot-young-couple-disagreement-h

Bond Rees Private Investigations-ის კერძო დეტექტივმა აარონ ბონდმა დაასახელა 4 ნიშანი, რომელიც მიუთითებს რომ თქვენი პარტნიორი ერთგული ნამდვილად არ არის.

პირველი, რასაც ეჭვებში მყოფმა ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს არის ის, თუ რამდენად ხშირად უკავია პარტნიორს ხელში ტელეფონი. დეტექტივის აზრით, მოღალატეს გაჯეტი მუდმივად თან დააქვს და მეორე ნახევარს მისი გამოყენების საშუალებას არ აძლევს. ბუნებრივია, მიზეზი ღალატის აღმოჩენის შიშია.

გარდა ამისა, ასეთი ადამიანები ძალიან ხშირად ცვლიან ტელეფონის პაროლებს. „ასევე უნდა დააკვირდეთ, თუ როგორ დებენ ისინი ტელეფონს მაშინ, როცა მას არ იყენებენ. თუკი გაჯეტს ეკრანით ძირს დებენ, შესაძლოა ისინი რამეს მალავდნენ“, – ამბობს ბონდი.
შესაძლო ღალატის კიდევ ერთი ნიშანი დეტექტივის აზრით, მეორე ნახევართან კომუნიკაციის სიმცირეა. ბონდმა განაცხადა, რომ ბევრი მოღალატე პარტნიორს აღარ უყვება ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, რადგან იძულებულია რომანი დამალოს. ტყუილში რომ არ გამოიჭირონ, უმრავლესობა მეორე ნახევართან საუბარს საერთოდ გაურბის.

ბონდმა ისიც დაამატა, რომ პარტნიორის ლიბიდოს ცვლილება მისი ნაკლებად ერთგულების კიდევ ერთი ნიშანია. ახალი რომანის გაჩაღების შემდეგ ბევრი ადამიანი პარტნიორთან სიახლოვეს ამცირებს. ზოგიერთი კი პირიქით, დანაშაულის გრძნობის დასაფარად ინტიმური კავშირით უფრო ხშირადაც კავდება.

მოღალატის ქცევის კიდევ ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი – მეორე ნახევრის მიმართ აგრესიაა. ასეთი ქცევა კი იმით აიხსნება, რომ მოღალატე ხშირად განიცდის ღელვას და შფოთს. „იმისათვის რომ ამ შფოთს დააღწიონ თავი, ზოგიერთი ეცდება, დაგარწმუნოთ, თითქოს პრობლემა თქვენშია და მისი აგრესიის მიზეზიც თქვენ ხართ“ – ამტკიცებს დეტექტივი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები