LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გახდეთ ძლიერი და თავდაჯერებული? 4 რჩევა ფსიქოლოგისგან

55
b-1881-523x338

ყველა ადამიანი განსხვავებულია. ვიღაცას მაღალი თვითშეფასება აქვს, ვიღაცას კი პირიქით – ძალიან დაბალი.
რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელიც კარგ სამსახურს სიმორცხვის გამო ვერ იწყებს და ამავე მიზეზით მეორე ნახევრის პოვნაც ძალიან უჭირს.

1. პირველ რიგში უნდა დაადგინოთ მიზეზი, რაც იწვევს თავდაჯერებულობის პრობლემას
ეს საკმაოდ რთული ნაბიჯია. გაიხსენეთ ბავშვობა, იქნებ ყველაფერი ძველ ტრავმას უკავშირდება. თუკი მიზეზი სერიოზულია, უმჯობესია ფსიქოლოგს მიმართოთ და მისი მოგვარება სპეციალისტის დახმარებით სცადოთ.

2. ჩამოწერეთ თქვენი ძლიერი მხარეები
ეს არაჩვეულებრივი მეთოდია თვითშეფასების ასამაღლებლად და გამოსაფხიზლებლად.
ეს ფურცელი შეგიძლიათ სამუშაო სივრცეში დაიკიდოთ და ყოველ დღე წაიკითხოთ ხოლმე.

3. დაიწყეთ დღიურის წარმოება
წერეთ განვლილი დღის, თქვენი ემოციებისა და გრძნობების შესახებ.
დღიური თქვენს თავში ჩაკეტვის საშუალებას არ მოგცემთ და ყველაზე ფარული გრძნობების გამოაშკარავებაში დაგეხმარებათ. დღიური საკუთარი თავის გახსნის საუკეთესო გზაა.

4. ჩაიხედეთ სარკეში
იქნებ დრო მოვიდა იმიჯი შეიცვალოთ.
წადით შოპინგზე, შეიცვალეთ თმის ფერი ან ვარცხნილობა, დაიწყეთ ვარჯიში. ეს არა მხოლოდ გაწყობის გაუმჯობესებაში, არამედ თვითშეფასების ამაღლებაშიც დაგეხმარებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები