„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელის გამომწერებს ახალ ოჯახურ ფოტოს უზიარებს.
ფოტოზე, რომელსაც კახა კალაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, თბილისის მერთან ერთად მისი მეუღლე – ანუკი არეშიძე და ორი ვაჟიშვილი – ლევანი [ბუბუ] და ნიკოლა არიან გამოსახულები.
აღსანიშნავია, რომ ლევანს [ბუბუს] 14 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა – კახა კალაძე და ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად, უამრავ მისალოც კომენტარს იღებენ.