სპეციალისტებმა პასპორტების რეიტინგი განაახლეს და დაასახელეს ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ ყველაზე მეტი ადგილის მონახულება შეუძლიათ.
როგორც კომპანია Henley & Partners იუწყება, რეიტინგის პირველი ადგილი იაპონურ პასპორტს ეკუთვნის. იაპონელებს ყოველგვარი ვიზისა და ზედმეტი თავსატეხის გარეშე 193 სახელმწიფოს მონახულება შეუძლიათ.
სამხრეთ კორეის და სინგაპურის მოქალაქეობის მქონეებს ერთით ნაკლები ანუ 192 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ და ეს ორი სახელმწიფო მეორე პოზიციას ინაწილებს.
რეიტინგში მესამე ადგილი გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ლუქსემბურგმა და ფინეთმა დაიკავეს. ამ ქვეყნების პასპორტებით უვიზოდ 168 ადგილას მოგზაურობაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ქართულ პასპორტს, უვიზოდ ჩვენ 123 ქვეყნის მონახულება შეგვიძლია.
ყველაზე არაპოპულარულად ავღანური პასპორტი მიიჩნევა, რამეთუ უვიზოდ მისთვის მხოლოდ 27 ქვეყნის კარია ღია.