LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია #1 ხილი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად – ექიმის რჩევა

92
Capture

ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ მოცვი, ბანანი თუ კენკრა თქვენს რაციონს დაამატოთ, თუმცა არის ერთი ხილი, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად უნდა აქციოთ. ასეთი ჯადოსნური შემადგენლობისაა ავოკადო, ხილი, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

ამერიკის გულის ასოციაციამ საკმაოდ მასშტაბური კვლევა ჩაატარა. 500 ცდისპირი ავოკადოს ყოველდღიურად მიირთმევდა, 500 კი მაშინ, როცა მოესურვებოდა, კვირაში ერთხელ ან ორჯერ. 6 თვიანი სადამკვირვებლო პერიოდის შემდეგ დადგინდა, რომ პოპულარული ხილის დამსახურებით პირველ ჯგუფში შემავალ ცდისპირებს ქოლესტერინის დონე შეუმცირდათ.

შეგახსენებთ, რომ ქოლესტერინის გაზრდილ მაჩვენებელს არაერთი გართულების გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამიტომ, მათ ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, განსაკუთრებული დიეტა უნდა დაიცვან, მოერიდონ წითელი ხორცის, ყველის და ტკბილი დესერტების მირთმევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები