LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ბავშვების აღსაზრდელად საუკეთესო ქვეყანა

45
gettyimages-587229698

შვედეთი ბავშვების აღსაზრდელად საუკეთესო ქვეყანაა. საინტერესო რეიტინგი ჟურნალმა CeoWorld შეადგინა და ქვეყანამ, რომლის მოსახლეობაც 10 მილიონი ადამიანია, რეკორდული 98,6 ქულა მოაგროვა.

სპეციალისტთა შფასებით, შვედეთის ასეთი წარმატება ბავშვების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების, განვითარებული ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების დამსახურებაა.

ბავშვების გასაზრდელად საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში ჟურნალმა შვედეთის გარდა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო შეიყვანა: დანია, ნორვეგია, ნიდერლანდები, კანადა, ფინეთი, ისლანდია, ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტებმა მსოფლიოს 159 ქვეყანა 12 მთავარი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს, მათ შორის იყო – კარგი განათლების მიღების საშუალება, ქვეყანაში უსაფრთხოების დონე, სამედიცინო სერვისებზე წვდომა და მშობლებისთვის შვებულების შესაძლებლობა, რათა შვილებზე ზრუნვა უკეთ შეძლონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები