რუსა მორჩილაძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ მის შემოქმედებაში ქართული მუხტი და სული დევს და ეს იმის დამსახურებაა, რომ მისი საფუძველი ფოლკლორია:
„მართვეს“ ბავშვებთან ვმეგობრობდი, სადაც ასევე ჩემი ნათესავი მღეროდა, კუსა ლორთქიფანიძე. მერე ჩვენ შევკარით ჯგუფი, რომელიც კვირაში ორჯერ თუ არა, ერთხელ მაინც შემოვუსხდებოდით სუფრას და ვიმეორებდით იმ ტრადიციებს, რადგან მოგვწონდა. ეს იყო ქართული სიმღერების ზეიმი. ქართულ სიმღერას და ცეკვას მოაქვს კაცობა. ვინც ქართულ სიმღერაზე გაიზარდა, იმათში არაკაცი არ მინახავს. დამიჯერეთ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით…“