ჩეჩნეთის მეთაური დააჯილდოვეს – რამზან კადიროვს სტომატოლოგიის პირველი ხარისხის ორდენი გადასცეს.
კადიროვისთვის პროფესიული ჯილდოს მინიჭების გადაწყვეტილება რუსეთის სტომატოლოგთა ასოციაციამ მიიღო.
როგორც რუსული მედია წერს, ჯილდოს მიღების შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ VKontakte-ში, საკუთარ გვერდზე განაცხადა.
მედიის ცნობითვე, საპატიო ორდენის მიღება გროზნოს No1 სტომატოლოგიური კლინიკის ახალი შენობის გახსნის ცერემონიალს დაემთხვა.
“საპასუხოდ, კადიროვმა ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო, კადიროვის ორდენი გადასცა პოლიკლინიკის მთავარ ექიმს – იუნუს უმაროვს.
“ასე რომ, ჩეჩნეთის ხელმძღვანელს უკვე აქვს მედლები რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის გაძლიერებისთვის, ადამიანის უფლებების სფეროში ბრძოლისთვის, ასევე აგროინდუსტრიის, კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კადიროვს ბევრი სტატუსი აქვს, მაგალითად, ის არის ერთდროულად სამი საგანმანათლებლო დაწესებულების საპატიო პროფესორი.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის სამეცნიერო წოდებები მას უფლებას ანიჭებს, წაიკითხოს უნივერსიტეტებში ლექციები, რომლის პირობაც მან დადო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში საკუთარი მმართველობის დასრულების შემდეგ”, – წერს მედია.
მედიასაშუალებების ცნობითვე, საერთო ჯამში, რამზან კადიროვს აქვს სამ ათეულზე მეტი ოფიციალური სამთავრობო ჯილდო, მათ შორის მედალი “სამხედრო ვაჟკაცობისთვის”.