მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ბათუმის ნავსადგურში.
ბათუმის პოლიციამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა და ორმაგი ბარიერები აღმართა
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ნავსადგურში დილის 06:00 საათისთვის შემოვიდა. მას აქციის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებით – „რუსული გემის ადგილი საქართველოში არ არის!“, „რუსეთი ოკუპანტია“ დახვდნენ.
ბათუმის პორტში მიმდინარე აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდაცავებმა 10-მდე პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.
პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
“რუსული გემის ადგილი საქართველოში არ არის!” | აქცია ბათუმში, საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდესთან”, რომელმაც საქართველოში რუსეთის 800-ზე მეტი მოქალაქე შემოიყვანა
Posted by ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia on Sunday, 30 July 2023
საკრუიზო ლაინერიდან მგზავრები სავარაუდოდ მალე დაიწყებენ ჩამოსვლას. აქციაზე ისმის შეძახილები, სტვენა, გაშალეს სხვადასხვა ბანერი.
„რა გინდათ, საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?“ – ირაკლი ქადაგიშვილი
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში 27 ივლისსაც შემოვიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.
სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.
რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია: „მფლობელი საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“
რომან გოცირიძე: „Astoria Grande” ურჩხულს ჰგავს, ეს გემი არის სიმბოლური