ფიქრობთ, რომ თქვენი სამუშაო ძალიან რუტინული და მოსაბეზრებელია? რას იტყოდით მის შეცვლაზე, თანაც ისეთი აბსურდული პროფესიით, რომლის არსებობაც კი ღიმილს მოგგვრით. დიახ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავლადაა ისეთი სამუშაოები, რომელიც ძალიან სახალისოდ ჟღერს, წესით დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს და თანაც კარგად ანაზღაურებადია.
„ტკბილი ძილი“
არსებობენ ადამიანები ვისაც ფულს ძილში უხდიან. ამ პროფესიის ადამიანებს მეცნიერები ძილის პრობლემებისა და სხვა ნიუანსების დასადგენად იყენებენ.
მეგობარი გაქირავებით
ჩინეთში არსებობს ასეთი პროფესია, როცა მეგობრის ქირაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სერვისი გარკვეული თანხა ღირს, ხოლო თუ რას აკეთებენ დაქირავებული მეგობრები ამას ორი მხარე ინდივიდუალურად ათანხმებს.
„რიგი დამიკავე“
ესეც ძალიან საინტერესო პროფესიაა, თუკი რიგში დგომა გეზარებათ შეგიძლიათ იქირაოთ ადამიანი, ვინც ამას თქვენს ნაცვლად გააკეთებს. რიგის დამკავებელი თავადაც შეგიძლიათ იყოთ და ამაში საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება მიიღოთ.
„ხელის მკვრელი“
იაპონიის მეტროში მუშაობენ ადამიანები, რომელთა მოვალეობაც ვაგონებში ხალხის შეყრაა, თანაც ხელის კვრით. დიახ, ეს პროფესიაც ანაზღაურებადია.
ქორწილის სტუმარი
ისევ იაპონიაში რომ დავრჩეთ, არსებობს ასეთი პროფესია – ქორწილის სტუმარი. ვისაც ქორწილისთვის საკმარისი სტუმრები არ ჰყავს, შეუძლია ფული გადაიხადოს და მათი სია ასე შეავსოს.
პროფესიონალი დამტირებელი
სამხრეთ აზიაში ჩვენზე არანაკლებ ხმაურიანი დაკრძალვები იციან და ამისთვის ქირაობენ პროფესიონალ დამტირებლებს, რომლებიც პანაშვიდების განმავლობაში ძალიან ხმამაღლა ტირიან.