LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილი ნომერ პირველი ცრუპენტელაა, რომლის ანალოგი მსოფლიოს არ ჰყავს.. კაცობაზე ზედმეტია ლაპარაკი“ – ღუდუშაური ენმ-ს ღონისძიებას „მასკარადს“ უწოდებს

189
BeFunky-collage (8)

„რასაც ეს ადამიანები ღონისძიებას არქმევენ, სინამდვილეში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი – სააკაშვილი იქნება კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს არამარტო პოლიტიკოსი, არამედ მამაკაცი, კაცობაზე ზედმეტია ლაპარაკი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ ღონისძიებას „მასკარადი“ უწოდა.

ლევან ხაბეიშვილი – არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა?.. ღმერთმა დალოცოს საქართველო, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!

„რასაც ეს ადამიანები ღონისძიებას არქმევენ, სინამდვილეში იყო არც მეტი არც ნაკლები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი. რა მომავალი უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციას, რომლის წარმომადგენლებმაც კვლავ ვერ გაიაზრეს, რა ბოროტება დაატეხეს ჩვენს ქვეყანას და მეტიც, ჩვენი ხალხისთვის აქამდე ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. ამის ნაცვლად, იკრიბებიან და ამ მასკარადს აწყობენ, რა ეზეიმებათ ამ უბედურებს?! რა აქვთ საზეიმო, როცა მათი მმართველობა ხალხმა შეაფასა როგორც ისტორიის სირცხვილი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის „მხდალი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ხალხს სააკაშვილი ახსენდება როგორც „მტარვალი“ .

მიხეილ სააკაშვილი: „ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას“

„სრული ბოდვაა, რომ თურმე 7 ნოემბერი ყოფილა პროვოკაცია, მისი რეჟიმის მმართველობაც ყოფილა პროვოკაცია. იქამდე მივა ეს არასერიოზული, სამარცხვინო, უთავმოყვარეო, მორალისგან დაცლილი პერსონა, ბოლოს იტყვის, რომ თვითონაც „ფეიკია” და რუსული პროექტი.

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის მისგან, ხან ქართული დაავიწყდა, ხან პოლიტიკიდან მიდის, ორი წელია კვდება და აქვს განუკურნებელი სენი, რეალურად ეს ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდა. ეს ადამიანი ნომერ პირველი ცრუპენტელაა, რომლის ანალოგი მსოფლიოს არ ჰყავს.

დარწმუნებული ვარ, ის შევა (ისტორიაში) როგორც კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს არამარტო პოლიტიკოსი ზოგადად, არამედ როგორი არ უნდა იყოს ზოგადად მამაკაცი, კაცობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. რეებს ბოდავს, რეები გვესმის, თავის თავს რა დღეში აგდებს, ვაჟკაცობაც არ ყოფნის აღიაროს, რომ არის მხდალი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ხვიჩია: „რა ეზეიმებათ?! „ნაცმოძრაობის“ წევრები შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და არა ტაშ-ფანდურს აწყობდნენ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე“

პაპუაშვილი სააკაშვილზე: „სამარცხვინო ცირკია, რომელსაც ვუყურებთ.. ხბოს აღტყინებით, გაფართოებული თვალებით შესციცინებენ ადამიანს, რომელიც საქართველოში სიტუაციის არევას ცდილობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები