LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ჯანმრთელობა სრული კონტროლის ქვეშაა, მთელი ეს დისკუსია არის ხელოვნური: იონათამიშვილი

99
მიშა და რატი იონათამიშვილი

“ნაციონალურ მოძრაობას” ერთადერთი ინტერესი აქვს – დესტრუქცია, ანარქია და საკუთარი ბელადის დახსნა სამართლიანობის პრინციპებიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, სინამდვილეში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრული კონტროლის ქვეშაა.

„ცხადია, მათ ეს არ გამოუვათ. ჩვენ ვიხილეთ ამ პროცესში ძალიან ბევრი სიმულაციის, მანიპულაციის ფაქტები ასევე სიძულვილის კამპანიები. ფაქტი არის ერთი, რომ სინამდვილეში მისი ჯანმრთელობა სრული კონტროლის ქვეშაა შესაბამისი დაწესებულების მხრიდან და მთელი ეს დისკუსია არის ხელოვნური“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.