„ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელი განმარტავს, სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა.
„მისი პარამეტრები შეესაბამება იმას, რომ პაციენტი აგრძელებდეს მკურნალობას ზოგადი პროფილის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც ის ამჟამად იმყოფება. რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე. პაციენტს აღენიშნება გულისრევის შეგრძნება, თავბრუხვევა. ამას არავინ უარყოფს და ამის კონსტატაცია ხდება ყოველდღიურად მისი ჩივილებიდან გამომდინარე. პაციენტი არის ადინამიური, ნაკლებად აქტიურია, გადააადგილდება მხოლოდ დამხმარე საშუალებების გამოყენებით. რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ამავე თემაზე:
მამუკა მდინარაძე საუბრობს, ვის შეიძლება აწყობდეს სააკაშვილის მოწამვლა
მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი