LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილს არ სურს სიკვდილი, მას ჰყავს ოჯახი, შვილები და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იცოცხლოს“ – ხერხეულიძე

158
BeFunky-collage - 2022-12-09T015049.587

სააკაშვილს არ სურს სიკვდილი, მას ჰყავს ოჯახი, შვილები და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იცოცხლოს, – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ‘ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, იცის როგორც არის მიხეილ სააკაშვილი და 1%-იც არ არსებობს შანსი, რომ მოსამართლემ იგი ნახოს და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იგი ციხეში შეაბრუნოს.

„მიხეილ სააკაშვილს არ სურს სიკვდილი, მას უნდა სიცოცხლე, ჰყავს ოჯახი, შვილები და მას უნდა მოესწროს უკრაინაში რუსეთის დამარცხებას. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იცოცხლოს. სურს, რომ იკვებოს, თუმცა ყოველი ლუკმის მიღების შემდეგ მას ძარღვები ებერება, წითლდება, აქვს სპაზმები, ღებინება, რამდენიმე ლუკმის მიღებას ახერხებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის კვება. მე ვიცი როგორც არის მიხეილ სააკაშვილი და 1%-იც არ არსებობს შანსი, რომ მოსამართლემ იგი ნახოს და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იგი ციხეში შეაბრუნოს“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ამავე თემაზე:

ვიდეო: მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მიმართვას ავრცელებენ

“სააკაშვილი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას, მოკვდეს…ეს არავის ინტერესში არ არის” – დავითულიანი

მიხეილ სააკაშვილი: მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

„2 საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო“ – რა ვიცით მოსამართლე გიორგი არევაძეზე, რომელიც ხვალ სააკაშვილის განიხილავს

ეტლით, საკაცით, ნებისმიერი დამხმარე საშუალებით, სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურს – ადვოკატი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g